ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ფოთის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, თვითდაზიანების მიყენება სცადა. თამაზ გრატიაშვილმა სხეულზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.ინციდენტი ფოთში მოხდა.
გრატიაშვილი ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ივნისის თვეში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, როგორც თავად ამტკიცებს, დაკავების პროცესში სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, რის გამოც მან გენერალურ ინსპექციაში სარჩელიც შეიტანა.
როგორც დაკავებული აცხადებს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და სარჩელის გამოტანას თხოვენ.
როგორც თამაზ გრატიაშვილი აცხადებს სუიციდის ჩადენას ისევ აპირებს უსამართლობის გამო,რაც მის გარშემო ხდება.
“დღეს გადავისხი ბენზინი 5 ლიტრი და კიდევ ვაპირებ მსგავს რაღაცებს. არ წყდება ფიზიკური შეურაცხყოფები, დღეს დამირეკეს ტელეფონზე, დათო ოდიშარია პირადად მესაუბრა, რას აკეთებო, საჩივარი გამოიტანეო. უკანონობაა ქვეყანაში,” – აცხადებს დაზარალებული.