LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა წყვილი კინაღამ ქორწილის გარეშე დარჩა, დღესასწაული ავიაკომპანიამ გადაარჩინა

115
Screenshot 2024-01-09 105306

ავიაკომპანია Qantas-მა გადაარჩინა ახალდაქორწინებულები, რომლებიც წყალდიდობის დროს ავსტრალიის ნახევარკუნძულზე დარჩნენ. Daily Mail-ის ინფორმაციით, სტიქიური მოვლენის გამო წყვილმა კინაღამ საკუთარი ჯვრისწერა გამოტოვა.

როგორ გამოცემა აზუსტებს, ჰანა ჯეფისი და დილან სტისი სახლში უნდა დაბრუნებულიყვნენ, რათა საკუთარი ქორწილისთვის მიესწროთ. თუმცა, წყალდიდობის გამო კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე ყველა რეისი გაუქმდა. სიძე-პატარძალს ძალიან ეშინოდა, რომ თავისივე ზეიმზე ვერ მოხვდებოდა. ამ პრობლემის შესახებ მათ სოცქსელებში დაწერეს და პოსტი ავიაგადამზიდის ყურამდეც მივიდა.

ამის შემდეგ მალევე, Qantas-მა ახალი რეისი ჩანიშნა, რომელიც მეორე დღეს შედგა. „ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჰანა და დილანი ქორწილში დროულად მივლენ“, – დააზუსტა ავიაგადამზიდმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები