„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი ახალგაზრდებს, რომელთაც პოლიტიკაში სურთ ყოფნა, მოუწოდებს დღესვე ჩამოშორდნენ რადიკალურ ძალებს“.
მისივე თქმით, „რადიკალურ ძალები ხვალინდელ ქართულ პოლიტიკაში ვეღარ იარსებებენ“.
„როცა ოპოზიცია სუსტია, პოლიტიკური პროცესი უფრო საშიშია, რადგან ისინი ასეთ დროს მეტად რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ძლიერები უნდა ვიყოთ და მათ არც საბოტაჟის, არც ძალადობრივი პროცესების განვითარების უფლება არ უნდა მივცეთ. იმ ძალამ, რომელიც ცდილობს აქ რაიმე ცვლილებები განახორციელოს, უნდა გაიგოს, რომ ეს შეუძლებელი იქნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებებს მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა განახორციელებს. არჩევნების შემდეგ, ყველა ეს ძალა პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, რადგან ისინი ემსახურებიან ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებს. თუ რა საბოტაჟს ახორციელებდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეს რადიკალური ძალები, ამის მაგალითები გვაქვს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან და ამას ვხედავთ ახლაც, როცა ოპოზიციაში არიან.
ახალგაზრდებს, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა სურთ, მოვუწოდებ – დღესვე ჩამოშორდნენ რადიკალურ ძალებს, რადგან ისინი ხვალინდელ ქართულ პოლიტიკაში ვეღარ იარსებებენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.