ახალი ალბომის გამოსვლამდე პინკმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „On the Record: P!nk — Beautiful Trauma“ დააანონსა. მასში მომღერალი მუსიკის გარდა სხვა მნიშვნელოვან თემებს ეხება, მათ შორის დედობას, ოჯახურ ურთიერთობებს და ა.შ.
ვიდეო, რომელიც ქსელში გამოჩნდა, რეპეტიციის კადრებს შეიცავს, რომლებიც პინკის ლოს-ანჯელესის კონცერტის დროს არის გადაღებული.
სრული ფილმის ნახვა 13 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი და მას Apple Music პინკის ალბომთან „Beautiful Trauma“ ერთად გამოუშვებს. ეს ხუთწლიანი დუმილის შემდეგ პინკის პირველი დისკი იქნება.