LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავიაკომპანია თბილისის აეროპორტში – Air Moldova-მ ფრენები დაიწყო

141
air moldova

Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო. კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინეუში – 133 ადამიანი გაემგზავრა. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მალე ახალი ავიაკომპანია იფრენს

Air Moldova ფრენებს თბილისი-კიშინეუს მიმართულებით დაიწყებს.

მათი ცნობით, ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
ნოემბრიდან კი, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით სალომე ზურაბიშვილმა იმგზავრა.

სალომე ზურაბიშვილი თბილისიდან კიშინეუში „ეარ მოლდოვას“ პირველი რეისით იმგზავრებს

„ეარ მოლდოვა“ ფრენებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g