კახი კალაძემ კიდევ ახალი 56 ავტობუსი დედაქალაქს 3 დეკემბერს წარუდგინა. დღეს დილიდან კი, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ექვს მარშრუტზე გავიდნენ. უფრო კონრეტულად:
- N7-ზე – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“.
- N12-ზე – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“.
- N19-ზე – ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა.
- N57-ზე – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა.
- N80-ზე – ორთაჭალის ქუჩა -ბარათაშვილის ქუჩა.
- N122-ზე – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი.
ასევე N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) ხვალიდან MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ., რომლებიც 12-მეტრიან ლურჯ MAN-ის ავტობუსებს შეცვლიან.
"თბილისის ტრანსპორტი ევროპაში ყველაზე მოწესრიგებული იქნება" - კალაძე ტრაბახს აპირებს
წინა მერიას მენეჯმენტი არ უვარგოდა - რეფორმით კმაყოფილი კალაძე პროეტის გაგრძელებას მომავალ წელსაც აპირებს.
თბილისის მერიის ცნობით, გამოთავისუფლებული ლურჯი ავტობუსები დიდი დიღმის ორ მარშრუტზე განაწილდება. ესენია: N15 და N54, აღნიშნული ავტობუსები სადგურის მოედნამდე და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე გადაადგილდებიან.
უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება: N13, N36, N48, N65, N68, N75, N77 და N110.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. ავტობუსების შემოსვლა თბილისში გაზაფხულიდან დაიწყო და მწარმოებლის მიერ მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.
EBRD 6 ქალაქისთვის ავტობუსების შესაძენად €17 მილიონს გვაძლევს