„ბეტმენის“ ახალი ფილმის ტრეილერში ბეტმობილი გამოჩნდა და ის კლასიკური ამერიკული მასლქარივით გამოიყურება. ვიდეო ძრავის ამუშავების სცენით იწყება, შემდეგ არის დევნა, აფეთქებები, ავარიები და დამტვრეული ავტომობილები. ნამუშევრის პრემიერა 3 მარტს გაიმართება.
„ბეტმენზე“ რეჟისორი მეტ რივზი მუშაობდა. მთავარ როლებს რობერტ პატინსონი, ზოი კრავიცი, დოლ დანო და კოლინ ფარელი ასრულებენ.
თიზერში ნაჩვენებია, თუ როგორ მისდევს ბეტმენი პინგვინს, მის ერთ-ერთ მთავარ მტერს, ასევე წარმოდგენილია ბეტმენის სასიყვარულო ურთიერთობაც.
თავდაპირველად ფილმი 2021 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა პანდემიის გამო თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.