LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი BMW X3 40d წინამორბედზე უფრო სუსტი და ნელი აღმოჩნდა

105
ახალი BMW X3 40d წინამორბედზე უფრო სუსტი და ნელი აღმოჩნდა

ახალმა BMW X3-მა დიზელის ტოპ-ვერსია მიიღო. მოდელს ჩვეული აღნიშვნა 40d აქვს, თუმცა სიმძლავრით წინამორბედს ძალიან ჩამორჩება. ორ კროსოვერს შორის სხვაობა 37 ცხენის ძალას შეადგენს, ამიტომ 100 კილომეტრამდე ასაჩქარებლად სიახლეს რამდენიმე წამით მეტი დრო სჭირდება.

ახალი BMW X3-ის სიმძლავრე 303 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სიჩქარე 250 კილომეტრი საათში.

მიუხედავად ძრავასთან დაკავშირებული არც თუ ისე სასიამოვნო დეტალებისა, სიახლე მაინც ყველაზე მოქნილ მოდელად ითვლება. მართვის მახასიათებლების გაუმჯობესებისთვის კროსოვერმა ბევრი განახლებაც მიიღო.

გერმანიაში X3-ის ფასი 59 400 ევროდან იწყება, X3 40d xDrive-ის ღირებულება კი 70 ათასი ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები