LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი „ჩარლის ანგელოზების“ პირველი ფოტო გადასაღები მოედნიდან

angels

„ჩარზლის ანგელოზების“ რიმეიქზე მუშაობა დასრულებულია და ფილმი დიდ ეკრანებზე მომავალი წლის 31 ოქტომბერს გამოვა. ეს ინფორმაცია „ინსტაგრამზე“ ანგელოზების შესახებ გადაღებული ახალი ფილმის რეჟისორმა, ელიზაბეტ ბენქსმა გაავრცელა. რეჟისორმა სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტო გადასაღები მოედნიდან, სადაც კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკა პოზირებენ. შავ-თეთრ ფოტოზე გოგონები ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანან და გადაღებების დასრულებას აღნიშნავენ.

სწორედ ამ სამეულს იხილავს მაყურებელი ცნობილი კომედიური ბოევიკის რიმეიქში. „ჩარლის ანგელოზები“ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმია, რომელმაც ქამერონ დიაზი, დრიუ ბერიმორი და ლიუსი ლუ მეგავარსკვლავებად აქცია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g