LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Corvette იმდენად ძლიერი გამოვიდა, რომ ცოტა საშიშიც კია

70
Chevrolet-Corvette

ინსაიდერთა ინფორმაციით, ახალი Chevrolet Corvette-ის პრემიერა კვლავ გადაიდო და ამჟამად პრობლემა ძარის დეფორმაციაა. საშუალო მოცულობის ძრავის მქონე სპორტქარის ტოპ-ვერსია იმდენად ძლიერი გამოვიდა, რომ დიდი დატვირთვის დროს ძრავის თავსახური იმტვრევა.

Corvette-ის ექსტრემალური მოდიფიკაცია ორტურბინიან V8 ძრავს მიიღებს. აგრეგატს 900-1000 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება, რაც იმდენად დიდი სიმძლავრეა რომ ძარის ელემენტების სტურქტურის რღვევას იწვევს. სწორედ ამიტომ, მსგავსი ავტომობილის ბაზარზე გამსოვლა სერიოზულ რისკებთანა დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, მწარმოებელი ამჟამად იურისტებთან გადის კონსულტაციებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ დამატებითი ტესტების შემდეგ მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g