LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დეტალები კახეთში მომხდარი მკვლელობიდან – მედიის ცნობით, ორ თანასოფლელს 32 წლის მამაკაცმა ესროლა

364
მკვლელობა კახეთში

კახეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 32 წლის თამაზ წიქარაძეა. მას 29 წლის არჩილ გაწირიძისა და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილის მკვლელობას ედავებიან.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სწორედ 29 წლის არჩილ გაწირიძის შვილის ნათლია იყო სავარაუდო მკვლელი, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

სროლის შედეგად, 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 29 წლის არჩილ გაწირიძე მოგვიანებით გარდაიცვალა.

დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილიც და მოკლულებიც სოფელ ლალისყურის მკვიდრები არიან. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ამიტომ მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია.

ადგილზე მხოლოდ იმას ჰყვებიან, რომ შემთხვევა მოხდა სოფელში, ლუდსახარში ობიექტის მიმდებარედ.

მათი თქმით, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 32 წლის კაცმა თანასოფლელებს იარაღიდან ესროლა.

არჩილ გაწირიძე მიღებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კახაბერ ზათიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავს მონათლული და მეგობრები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი ადამიანია მოკლული. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.

magti 5g