LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ღვინო „არ დაიდარდო“ და „ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ იუბილე, რომელიც ტრადიციულად, 31 დეკემბერს აღინიშნა: „გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს გამორჩეულ მსმენელსა და მკითხველს იმისათვის, რომ გვირჩევენ ჩვენ…“

1246
ახალი ღვინო „არ დაიდარდო“ და „ფორტუნასა“ და „ავტორადიოს“ იუბილე, რომელიც ტრადიციულად, 31 დეკემბერს აღინიშნა: „გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს გამორჩეულ მსმენელსა და მკითხველს იმისათვის, რომ გვირჩევენ ჩვენ...“

31 დეკემბერს რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ FM სივრცეში არსებობის 28 წელიწადი შეუსრულდა, ხოლო ამავე ჰოლდინგში შემავალ კიდევ ერთ რადიოსადგურს, „ავტორადიოს“ – მსმენელთან ურთიერთობის 18 წლის იუბილე.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჰოლდინგის და რადიოს მეგობრები ამ დღეს „ფორტუნაში“ იკრიბებიან და საზეიმოდ აღნიშნავენ თარიღს, რომლებიც მრავალი წელია, მნიშვნელოვან დღედ იქცა უამრავი ადამიანის ცხოვრებაში…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Wednesday, December 31, 2025

თამარ ჩიგოგიძე, „რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ 28 წლის იუბილეს, ხოლო „ავტორადიო“ — 18 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩვენი რადიოსადგურების მთავარი მისია ყოველთვის იყო და არის სანდო და ხარისხიანი რადიოეთერის შექმნა — ისეთი, რომელიც მსმენელთან გულწრფელ დიალოგზე, შერჩეულ მუსიკასა და პროფესიონალიზმზეა აგებული. ჩვენთვის რადიო მხოლოდ მაუწყებლობა არ არის — ის არის სივრცე, სადაც მსმენელთან ყოველდღიური ურთიერთობა ყალიბდება და სადაც მათ მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებს, განახლებულ შინაარსსა და პროგრამებს…“

კომპანიის სარეკლამო მიმართულების მიღწევებზე გვესაუბრა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ სარეკლამო სამსახურის უფროსი, მაია მაზანაშვილი:

ვფიქრობ, 2025 წელი დიდი გამოწვევების წელი იყო. ამაზე იმოქმედა გარკვეულმა ფაქტორებმაც… მეტი შრომა და მეტი კრეატივი – ეს იყო 2025 წლის დევიზი. ადვილი არასდროს არის რადიოჰოლდინგისთვის სარეკლამო ბაზარზე ოპერირება, სულ გიწევს ძალიან დიდი შრომა… ბაზარზე ლიდერობაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

მინდა ვთქვა, რომ „ფორტუნას“ ჰოლდინგს ჰყავს საკმაოდ ძლიერი მარკეტინგის გუნდი, დიდი გამოცდილებით და განსაკუთრებულად აქცევენ ყურადღებას კლიენტების ინტერესებს. მინდა ვუთხრა ბიზნესს, რომ „ფორტუნას“ სახით მათ გვერდით არის გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს მათი სარგებლისთვის. ამ დამოკიდებულებამ, ურთიერთობებმა და გამოცდილებამ მოგვიტანა სახელი, რომელიც უცვლელია – ბიზნესსექტორმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი სახით ძლიერი პლატფორმა აქვს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია დაეყრდნოს.

ჩვენი გუნდის ერთობის დამსახურებაა, რომ კომპანია ძლიერია და პირველობას ინარჩუნებს. გუნდურობა ჩვენს კომპანიაში, ზოგადად, ძალიან საამაყოა… დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი გაცილებით უკეთესი იქნება!..“

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თათა სადრაძე აღნიშნავს, რომ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ დაარსების დღიდან ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებებს აშუქებს და საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს:

„თუკი საქართველოს ფარგლებში, ან მის გარეთ მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, საერთაშორისო თუ ადგილობრივი, წლების განმავლობაში, ყველაფრის მხარდაჭერას განვაგრძობთ. მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო გამორჩეული წლევანდელი წელი, უამრავი ახალი პროექტი ვიხილეთ, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ კი ყველა მათგანის საინფორმაციო მხარდამჭერი და ხელშემწყობია. ჩვენ ვუჭერთ მხარს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, განსაკუთრებულად, კულტურისა და ბიზნესის სფეროებს, გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა სტარტაპერების განვითარების ხელშეწყობა ჩვენი მრავალფეროვანი მედიასაშუალებების დახმარებით.

წლის ბოლოს, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს გამორჩეულ მსმენელსა და მკითხველს იმისათვის, რომ გვირჩევენ ჩვენ. 2026 წელს ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებთ!.. “.

2025 წლის განმავლობაში ჰოლდინგმა არაერთი ჯილდო მიიღო, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, დასახელდა, როგორც წლის ლიდერი კომპანია და ამ სტატუსს ინარჩუნებს წლების განმავლობაში, ეს ჯილდო მას უკვე მეთხუთმეტედ გადაეცა. ქართული ბრენდის დაჯილდოებაზე „ფორტუნას“ წილად ხვდა პრიზი, როგორც ბაზრის ლიდერს. რადიობაზრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე.

4 რადიოსადგურის საშუალებით, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ზოგადად რადიოს პოპულარობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეაქვს და ქმნის კონტენტს, რომელიც სასარგებლო და საინტერესოა როგორც მსმენელისთვის, ასევე მკითხველისთვის. საერთაშორისო კვლევები მოწმობს, რომ რადიო აქტუალურობას არ კარგავს, ხოლო რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ბაზრის 63%-ს სტაბილურად, წლების განმავლობაში ინარჩუნებს.

2025 წლის ბოლო რადიოჰოლდინგისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის დასაწყისია – „არ დაიდარდოს“ ეტიკეტირებით და „შუმთან“ კომპანიონობით, ჰოლდინგმა ახალი საქმე წამოიწყო, ორი სახეობის უგემრიელესი ღვინო ჩამოასხა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის. მისი პირველად დაგემოვნების შესაძლებლობა კი იმ სტუმრებს მიეცათ, რომლებმაც 31 დეკემბერს „ფორტუნას“ დაბადების დღე მიულოცეს.

მიხეილ ცაგარელი:

2026 წელი „ფორტუნასთვის“ ძალიან წარმატებული იქნება. მას საოცარი ხელმძღვანელი ჰყავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჰოლდინგი მუდმივად სათავეში იყოს. არის ძალიან კარგი იდეები, რომლებსაც ჯერ არ გამოამზეურებენ, როცა დრო დადგება, გაიგებს საზოგადოება, ამიტომ მიმაჩნია, რომ მომავალ წელს მთელ შემოქმედებით გუნდს და მთლიანად „ფორტუნას“ ახალ-ახალ წარმატებებს მივულოცავ.

ღვინო დააგემოვნეთ. როგორ მოგეწონათ?

ძალიან. ეს არის კლასიკური საფერავი და ძალიან გემრიელი. რაც მთავარია, სასიამოვნოსთან ერთად, სასარგებლოც არის, ასე რომ, მიირთვით „არ დაიდარდოს“ ღვინო და ისიამოვნეთ!..

ლაშა ღლონტი:

ასე სწორად შერჩეული სახელი ჰოლდინგისთვის ვერც კი წარმომიდგენია. „ფორტუნა“ თავის სახელწოდებას ძალიან ამართლებს. ვულოცავ დაბადების დღეს მას და ასევე მივესალმები „ავტორადიოს“ და ყველა რადიოსადგურს, რომელიც ჰოლდინგში შედის. 31 დეკემბერს ყოველთვის აქ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ალილოს“ კახეთში ორი ღონისძიება გვაქვს, მაინც მოვახერხე მოსვლა.

ღვინო როგორ მოგეწონათ?

ძალიან მომეწონა და იმასაც აღვნიშნავ, რომ ძალიან კრეატიულია „არ დაიდარდოს“ სახელობის ღვინის ჩამოსხმა…

რადიო ჰოლდინგის გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყოველ წელს კომპანია განსხვავებული და საინტერესო სიახლეებით ხვდება. ამჯერად სიახლეს წარმოადგენს ორი სახეობის ღვინო – „არ დაიდარდო რქაწითელი“ და „არ დაიდარდო საფერავი“, რომელიც მეღვინეობა „შუმთან“ თანამშრომლობით რადიო „არ დაიდარდომ“ შექმნა – ეს ღვინოები რადიოს იმ ხასიათს ატარებს, რომელიც წლებია მსმენელისთვის ნაცნობია – თბილს, გულწრფელს და ჭეშმარიტად ქართულს. ისინი დამზადებულია ქართული ადგილობრივი წარმოშობის ყურძნის ჯიშებისგან, „შუმის“ ვენახებში, საქართველოს ისტორიულ მიკროზონებში:

„ჩვენი ღირებულებების გაგრძელებაა „არ დაიდარდო“ ღვინო — კულტურული კოლაბორაცია, რომელიც მეღვინეობა „შუმთან“ თანამშრომლობით შეიქმნა და მუსიკასა და ქართულ ტრადიციას აერთიანებს. ეს არის უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო, გამორჩეული დახვეწილი არომატებით, მდიდარი გემოვნური თვისებებითა და დაბალანსებული ხასიათით. ღვინის ეტიკეტის დიზაინი შექმნილია ცნობილი ქართველი მხატვრის, ზურა გომელაურის მიერ. ეტიკეტზე განთავსებული QR კოდი კი მსმენელს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდეს რადიო „არ დაიდარდოს“ მუსიკალურ სამყაროს და გააგრძელოს ის განწყობა, რომელსაც ეთერში ვქმნით. ამ განსაკუთრებულ, საახალწლო ღამეს გულით ვულოცავთ ჩვენს მსმენელებს, პარტნიორებსა და მეგობრებს დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ კეთილდღეობას, ბედნიერებას, მშვიდობასა და წინსვლას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გუნდს — ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიან ეთერს პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და პროფესიონალიზმით. მათი შრომისა და ერთგულების გარეშე ეს ისტორია ვერ შედგებოდა. ჩვენი მედია ჰოლდინგი — რადიოსადგურები (ფორტუნა, ფორტუნა პლუსი, არ დაიდარდო და ავტორადიო) და პლატფორმა fortuna.ge — აგრძელებს განვითარებას, ინარჩუნებს თავის ღირებულებებს და რჩება მსმენელის ერთგულ თანამგზავრად“, დასძენს თამარ ჩიგოგიძე.

რადიოჰოლდინგის თანამშრომლები, ღვინის პრეზენტაციის აღსანიშნავად, ქართულ ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. სადღესასწაულო ტორტი კი დათო გომართელსა და „შვიდკაცასთან“ ერთად, ჰოლდინგის ხელმძღვანელებმა გაჭრეს.

ღვინის დაგემოვნებას, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია შესანიშნავი ქართული სიმღერის გარეშე. „შვიდკაცას“ წევრებმა ტრადიციულად, მრავალჟამიერი შეასრულეს, ხოლო ნიკო სოხაძისა და გური ჭელიძის დუეტმა არაჩვეულებრივი ქართული სიმღერებით, გიტარის თანხლებით, დაატკბეს შეკრებილი საზოგადოება.

რასაკვირველია, სტუმრებს ვთხოვეთ, რადიო „ფორტუნასა“ და „ავტორადიოსთან“ მეგობრობის ისტორია გაეხსენებინათ.

დათო გომართელი:

პირველ რიგში, მინდა მივულოცო „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ დაბადების დღე და ახალი წელი. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, დაარსების დღიდანვე ვმეგობრობთ. რა შემადგენლობით იწყებდა მუშაობას და რა აპარატურით, ამითაც კი დავინტერესდით. წლების განმავლობაში ვუყურებ, როგორ ვითარდება რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, ჩვენი მეგობრობა კი უფრო და უფრო მყარდება. თუკი ვარ თბილისში, ყოველ 31 დეკემბერს მოვდივარ მოსალოცად და იმ ადამიანების სანახავად, ვინც დიდი ხანია, არ მინახავს და წლებია, „ფორტუნაში“ მუშაობს.

ნუგზარ ერგემლიძე:

ვულოცავ რადიოჰოლდინგს ორი რადიოსადგურის დაბადების დღეს. მეოთხედ საუკუნეზე მეტი შეგისრულდათ. როგორც მუსიკოსს, მიხარია, რომ ჰოლდინგს აქვს დიდი მრავალფეროვნება, მრავალფეროვნებას რა ჯობია, თუმცა ვფიქრობ, რომ ქართული სიმღერა განსაკუთრებულად და ყველაზე მეტად იზიდავს ქართველ მსმენელს. ყველას მინდა ვუსურვო ხალისი, წარმატება, ხვავი და ბარაქა.

ქეთი ფარესაშვილი:

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ რომ არა, სად დატრიალდებოდა ჩვენი სიმღერები, არ ვიცი და როგორ გაიგებდა ხალხი. წარმატება, განვითარება და განვითარება მინდა გისურვოთ. ჩემს მეგობრებად მიგიჩნევთ და საუკეთესოს გისურვებთ!..

ლევან წვერავა:

ეს რადიო ჩემთვის და შოუბიზნესის ბევრი წევრისთვის, იყო ტრამპლინი. ყველაფერი მახსოვს, რაც ამ რადიოში ხდებოდა. მიხარია ყველა სიახლე, რაც ამ რადიოჰოლდინგში ხდება და ვულოცავ დაბადების დღეს!..

ნიკო სოხაძე:

რადიო „ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ ვულოცავ დაბადების დღეს და დამდეგ 2026 წელს. ამ რადიოს მსმენელი სულ ყოფილიყოს კარგი სიმღერის მოსმენის ხასიათზე…

ნიკოლოზ კირვალიძე:

„ფორტუნას“ და „ავტორადიოს“ ვუსურვებ ძალიან ბევრ მსმენელს, განვითარებას, წარმატებას. ბედნიერი ყოფილიყოს 2026 წელი. დიდი ხანია, ჩვენი სიმღერები გადის ამ რადიოსადგურების ეთერში, ყველა ჩვენი სიმღერის პრემიერა სწორედ აქ შედგა და მომავალშიც, ვიმედოვნებ, ასე გაგრძელდება. დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ვმეგობრობთ…

ნინო ბაშარული:

წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, არ იმეგობრო ამ რადიოჰოლდინგთან, იმიტომ, რომ თავად მეგობრობენ მუსიკოსებთან, ხელოვანებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონტაქტებიან ყველას და შემოქმედებით ინტერესდებიან, რაიმე ახალი ხომ არ შეიქმნა. ამ ურთიერთობამ, ურთიერთპატივისცემამ დამამეგობრა ამ რადიოჰოლდინგთან. ვულოცავ დაბადების დღესა და ახალ წელს. ვისურვებ, რომ ჩვენი საზოგადოება და შოუბიზნესი, თუ ასეთი არსებობს, უფრო მეტად მზრუნველი და თანამგრძნობი ყოფილიყოს…

საახალწლო წვეულებისა და დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გათამაშდა სხვადასხვა პრიზი, კითხვები კი ეხებოდა რადიოჰოლდინგის ისტორიას – ისტორიას, რომელიც უკვე 28 წელიწადია, გრძელდება დიდი წარმატებით…

magti 5g