“8 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 1 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო დანარჩენ 7-ს ვირუსი საკარანტინე სივრცეში ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდასტურდა.
“გუშინ ჩვენთან 11 ინფიცირებული შემოვიდა. ამ პაციენტებს ვირუსი გუშინ და გუშინწინ დაუდასტურდათ, უბრალოდ გუშინ შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. 11 ინფიცირებულიდან 8 უკავშირდება ბოლნისს, სოფელ მუშევანს, ხოლო დანარჩენი სამი საკარანტინე სივრციდანაა.
ამ ეტაპზე ჩვენთან 36 დადასტურებული და 3 შესაძლო ინფიცირებული მკურნალობს. ახალი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა კლინიკურად მძიმეა. შესაძლო შემთხვევები არიან პაციენტები, რომელთაც განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური ისტორია არ აქვთ, მაგრამ აქვთ ცხელება, პნევმონიის ნიშნები და განიხილებიან შესაძლო ინფიცირებულებად, მიუხედავად იმისა, რომ საეჭვო კონტაქტი და რისკ ფაქტორების შემცველი ისტორია არ ჰქონიათ”, – აცხადებს მარიან ეზუგბაია.
