„ახალი კადრები!!!! ბოლოს ატირებული ლისა სიმონი:) ქართული სიმღერა არაა ეგზოტიკა, იგი მსოფლიო რანგის ხელოვნებაა!!! ქართული სიმღერა და ქართული ღვინო!!! 2 მსოფლიო ბრენდი!!!“ – აღნიშნავს “ალილოს” წევრი, მომღერალი ლაშა ღლონტი და აქვეყნებს კადრებს, რომელიც კახეთშია გადაღებული. “ალილო” ლეგენდარული ლისა სიმონის შვილს, ლისას მასპინძლობდა სუფრასთან და მისთვის უამრავი ქართული სიმღერა შეასრულეს.