იტალიური ბრენდი BESSINI მომხმარებლებს ახალ, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ახალ კოლექციაში შედის: კაბები, რომელთა ფასიც 200- დან 400 ლარის ჩათვლით მერყეობს, შარვლები, რომელთა შეძენაც 200 ლარიდან შეგიძლიათ, ასევე დიდი არჩევანია პიჯაკებსა და აქსესუარებზე.
ამას გარდა, მაღაზიაში შეგიძლიათ ფეხსაცმელებიც შეიძინოთ.
”Bessini“-ის ამჟამად ერთი ფილიალი აქვს, სურვილის შემთხვევაში ესტუმრეთ მაღაზიას მისამართზე: სავაჭრო ცენტრი ”თბილისი მოლი”.