მაღაზია ”Banana Republic“ მომხმარებელს ქალისა და მამაკაცის ახალ, ზაფხულის, კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნმა, ახალ კოლექციაში ტანისამოსის გარდა, შედის საყურეები, ყელსაბამები და ჩანთები.
ამას გარდა, გაზაფხულის კოლექციაზე მიმდინარეობს 30%-იანი ფასდაკლების აქცია.
”Banana Republic“ ამერიკული ბრენდია და შესაბამისად, პროდუქციაც ამერიკიდან ჩამოდის.
ამჟამად საქართველოში მაღაზიის მხოლოდ ერთი ფილიალია, მსურველებს მაღაზიაში სტუმრობა სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” შეუძლიათ.