LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მეფე-დედოფალი – იორდანიის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰუსეინი საყვარელ ქალზე დაქორწინდა

283
დედოფალი-რანია

იორდანიაში დიდი დღესასწაულია. მეფე აბდულასა და დედოფალ რანიას უფროსი ვაჟი, პრინცი ჰუსეინი დაქორწინდა. მისი რჩეული რაჯვა ალ-საიფია, რომელზედაც ტახტის მემკვიდრე გასულ წელს დაინიშნა. პატარძალი ცერემონიაზე მოქმედ დედოფალთან, რანიასთან ერთად გამოვიდა. დედოფალი რანია ცისფერ კაბაში, ხოლო რაჯვა ალ-საიფი, თეთრი ფერის ოქროსფერი კანტებით გაფორმებულ კაბაში ბრწყინავდა.

საქორწილო ცერემონია ტრადიციების სრული დაცვით ჩატარდა და მას სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა და მისი ქალიშვილი პრინცესა კატარინა, ასევე დანიის პრინცესა მერი და სხვები.

დედოფალი რანია „ალექსანდრე ვაუტიერის“ 3500 დოლარიან ანსამბლსა და „ზიმერმანის“ 2 000 დოლარიან ვარდისფერ კაბაში

იორდანიის პრინცესა ამერიკელ ფინანსისტზე დაქორწინდა – დედოფალ რანიას ქალიშვილი „დიორის“ საქორწილო კაბაში ბრწყინავდა

იორდანიის დედოფალი რანია აღმოსავლური მოტივებით შექმნილ ულამაზეს იისფერ კაბაში გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები