LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Nissan Juke თავისი წინამორბედებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება

77

ახალი Nissan Juke თავისი წინამორბედებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება და უფრო მეტიც, მას საკმაოდ უჩვეულო დიზაინი ექნება. ახალი თაობის კროსოვერის პრეზენტაცია რამდენიმე თვის შემდეგ იგეგმება.

კომპანია Nissan-ის გადაწყვეტილებით მოდელის დიზაინში ზოგადი კონცეფცია შენარჩუნებული იქნება, თუმცა ახალი დეტალები მას ბევრად უფრო საინტერესოს გახდის. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, სიახლე ეს იქნება ქალაქში მოძრავი მეტეორი, რომელსაც თავისი ინდივიდუალური ნიშნები გამოარჩევს. წინასწარი ინფორმაციით, Nissan Juke-ის ახალ თაობას პლატფორმის გაწელილი ვერსია და განახლებული ტრანსმისია ექნება. რაც შეეხება ძალის აგრეგატს, მას 9000 კუბის მოცულობის ძრავი და 1,5 ლიტრის დიზელის ძრავი ექნება.

შეგახსენებთ, რომ Juke-ის გამოშვება 2010 წლიდან დაიწყო და ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ქარხანაში მემილიონე ეგზემპლარის აწყობაც იზეიმეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები