პაატა ბურჭულაძე და ვანო მაჭავარიანი პოლიტიკურ პარტიას აფუძნებენ, ინფორმაციას სააგეტო GHN ავრცელებს. ბურჭულაძემ და მაჭავარიანმა ფონდი დააარსეს, რომელიც უახლოეს 2 თვეში პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი, 2015 წლის 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ამავე მონაცემებით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარეა პაატა ბურჭულაძე. წევრები არიან: ივანე მაჭავარიანი, მერაბ ტყეშელაშვილი, ირაკლი გურჩიანი. ივანე მაჭავარიანი ასევე იკავებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.
ირაკლი გურჩიანი “ტოიოტა ცენტრი თბილისის” დამფუძნებელია, ხოლო მერაბ ტყეშელაშვილიც ასევე ბიზნესმენია.
პარტიაში იქნებიან გიორგი რუხაძე, რომელიც “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” საერთაშორისო მდივანი იყო, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი.