LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ კოვიდინფიცირებულთათვის: “გთხოვთ, გააზიაროთ რათა უფრო მეტ ინფიცირებულს დავეხმაროთ”

15730
BeFunky-collage (8)

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ექიმის კონსულტაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, „ერთიანობის“ შემქმნელებმა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ახალი პლატფორმა „კოვაიდერი“ შექმნეს.

“ბევრი კითხვა დაგროვდა, ბევრი პასუხიც შესაბამისად. ეს “კოვაიდერი” დაგეხმარებათ პასუხებიც და სიმშვიდეც ერთდოულად მოიპოვოთ. უნივერსალური არაფერია, მწამს თანდათან დაიხვეწევა და უფრო მეტად სასარგებლო გახდება. დიდი მადლობა იდეის ავტორებს და ამ საქმის ფრთების შემსხმელებს Nino Zambakhidze

Sandro Kandelaki

პ.ს. გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიაროთ, რომ ბევრმა ადამიანმა შეძლოს მასთან წვდომა”- წერს სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვი.

პლატფორმა  “კოვაიდერი” ყველა კოვიდინფიცირებულებს შესაძლებლობას მისცემს  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიიღონ სრული ინფორმაცია როგორც  ვირუსის შესახებ, ასევე  რჩევები და რეკომენდაციები.  ყველა კითხვა, რომელიც გაუჩნდება მომხმარებელს  პასუხს მათთვის ცნობილ ექიმისგან- ბიძინა კულუმბეგოვისგან მიიღებს.

იმისთვის,რომ ინფიცირებულებმა რთული პერიოდი მარტივად გადაიტანონ, უნდა აკრიფონ ფეისბუქ გვერდი  „კოვაიდერი“ და მესინჯერის საშუალებით მიჰყვნენ  მოცემულ ბმულს:

  • თუ რას აკეთებთ სიმპტომების შემთხვევაში;
  • რა დროს უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ტესტირება;
  • სად ხდება PCR ტესტირება;
  • როგორია  თვითიზოლაციის წესები;
  • რეკომენდაციები.

“გთხოვთ, წაიკითხოთ და გააზიაროთ რათა უფრო მეტ კოვიდ ინფიცირებულებს დავეხმაროთ!!!!ამბავი ასეთია ერთიანობა რომ დავაფუძნეთ ვალერი ჩეხერიამ, სანდრო კანდელაკმა, გოგა საათაშვილმა და მე კი გახსოვთ და დონორების და ჩვენი მეგობრების დახმარებით 7000 ოჯახს რომ დავეხმარეთ კოვიდის დროს ეგეც იცით. ხოდა ეხლა ესეთი ამბავი გვაქვს სანდროს დაემართა კოვიდი ვერც ტესტი, ვერც სისხლის ანალიზი, ვერც კვალიფიციური რჩევა ვერ მიიღო
გაერთიანდა ჯგუფში ნახა რას ურჩევდნენ ადამიანები ერთმანეთს შეშინდა და მომწერა რომ უნდა გავაკეთოთ ხელოვნური ინტელექტსის გამოყენებით კოვაიდერი ნუ გადავირიე იდეაზე იმ წუთას დაურეკე ბიძინა კულუმბეგოვს მოვუყევი თუ რას ვგეგმავდით და ისიც ხო ყველა ინოვაციის და ადამიანების დახმარებისთვის სულ მზად არის, ხოდა ა ბატონო ესეც კოვაიდერი!!! გიპასუხებთ ყველა თქვენ კითხვაზე რაც რამე გექნებათ კოვიდთან დაკავშირებით!”- წერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები