ახალი Porsche 911 GT3 პრემიერამდე ცოტა ხნით გერმანიაში გადაიღეს. ყველაზე უკომპრომისო სპორტქარი ორიგინალური ვიზუალით იცნობდა, მას განსხვავებული საბურავები და სამუხრუჭე სისტემა აქვს. სიახლის საჯარო დებიუტი წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.
მერვე თაობის Porsche 911 GT3 ტრადიციულ უკანა ნაწილს შეინარჩუნებს. მას ასევე განსხვავებული წინა საბარგული, ოპტიმიზირებული ბამპერი, აგრესიული დიფუზორი და სპეციალური შემსუბუქებული საბურავები ექნება.
ახალი თაობის Porsche 911 GT3–ის ტექნიკური მახასიათებლები მკაცრ საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა ეჭვიც არავის ეპარება იმაში რომ კუპე მაღალბრუნვიან 4,0 ლიტრის მოცულობის ძრავს მიიღებს. ინსაიდერები მოდელს 550 ცხენის ძალის სიმძლავრეს უწინასწარმეტყველებენ, აგრეგატი სავარუდოდ ატომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს, თუმცა არც ძველი „მექანიკაა“ გამორიცხული.