კორონავირუსული პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და “ტელესკოლის” დანერგვის შემდეგ, განთლების სამინისტრომ აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი “ვებსკოლა” დაიწყო.
“ვებსკოლა” აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარება.
პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ვებინარებს ჩაატარებენ, რომლებიც პლატფორმა el.ge -ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.
ახალი პროექტი 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და მასზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს უკვე 2 მაისიდან შეუძლია. თითოეული ვებინარის ჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მოსწავლეებს შეეძლებათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც მოგვიანებით განიხილება და შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას იქნება გათვალისწინებული.