„შენი სახლი ნინუაზე“ – სამშენებლო კომპანია „ალისფერი აფრები“ მომხმარებელს ახალ საცხოვრებელ უბანს სთავაზობს, რომლის მშენებლობაც თანამედროვე ტექნოლოგიებით და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალით მიმდინარეობს.
როგორც „ალისფერ აფრებში“ აცხადებენ, პროექტის მშენებლობა 2023 წლის ივლისში დასრულდება.
„აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მისი ადგილმდებარეობა. მშენებლობა მიმდინარეობს პრესტიჟულ უბანში, მეტრო „გოცირიძედან“ 2 წუთის სავალზე. იდეალური მისადგომია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორპუსის სიმყუდროვეს ქმნის მისი მდებარეობა. გარდა ამისა, მიმდებარედ გამწვანებული ტერიტორია და კეთილმოწყობილი შიდა ეზო, დამატებით კომფორტს ქმნის კორპუსის მოსახლეობისთვის“, – აცხადებენ „ალისფერ აფრებში“ და იქვე დასძენენ, რომ 12 სართულიანი კორპუსი (საცხოვრებელი თორმეტი სართული) გათვლილია 130 ბინაზე. მოცემულია სტუდიოს ტიპის, ორი და სამ-ოთახიანი ბინები. ყველა ბინა არის ნათელი, კომფორტული განლაგებით. სადარბაზოში დამონტაჟდება მაღალი ხარისხის ლიფტი და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა 41-ე დადგენილების გათვალისწინებით. ასევე, პროექტში მოცემულია როგორც მიწისქვეშა ფასიანი, ასევე თავისუფალი დგომის პარკინგები.
„ალისფერი აფრების“ინფორმაციითვე, პროექტში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და სარემონტო მასალები, რომლებსაც გავლილი აქვს ლაბორატორიული შემოწმება.
ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია „ალისფერი აფრები“ საქართველოს ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან საქმიანობს.