რადიო “ფორტუნას” ეთერში, “რეალური დრო” დაეთმო ახალ სახეებს პოლიტიკაში, უპარტიო და სხვადასხვა პარტიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მე-10 მოწვევის პარლამენტში შესასვლელად იბრძვიან. ერთ-ერთია დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ-დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი ქაჯაია. ის ამბობს, რომ პრინციპულად არც ერთ პარტიაში არ გაწევრიანდა.
“მე სპეციალურად არ გავედი არც ერთი პოლიტიკური პარტიიდან, იმიტომ რომ არ მსურს ვიყო რომელიმე ჩინოვნიკთან პასუხისმგებელი, ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. მსურს, რომ ჩემი ხალხის წინაშე ვიყო პასუხისმგებელი. ჩემი პარტია და გუნდი არის ის ხალხი, რომელიც მე მხარს მიჭერს.” – აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი.
გიორგი ქაჯაია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ცხვორობს, იყო გამგეობის თანამშრომელია, ამჟამად არასამთავრობო სექტორშია.
კიდევ ერთი ახალგაზრდა კანდიდატი, “ლეიბორისტული პარტიის” სიის მე-3 ნომერი, დეპუტატობისთვის რუსთავში იბრძვის. მიხეილ ქუმსიშვილი 10 წელია “ლეიბორისტული პარტიის” წევრია და ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
“სიღარიბე ყველა ოჯახის პრობლემაა და ამის მოგვარება უნდა დავიწყოთ. პოლიტიკაში საჭიროა ახალი ძალა, ახალი ხედვა და ახალი თაობა, რომელიც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს“- განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა გადაცემა “რეალურ დროში” სტუმრობისას.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ახალი სახეა ნონა მალულაშვილი. ის სიის 32-ე ნომერია და ოპოზიცური პარტიის რიგებიდან გეგმავს პარლამენტში აქტიურ მუშაობას.
“მე ბოლო 15 წელია ბიზნეს წრეებში ვარ და ბიზნეს ასოციაციებს წარმოვადგენ, ამიტომ ძალიან კარგად ვიცნობ ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის პრობლემატიკას – რა პრობლემებს წააწყდა ბიზნესი და რა პრობლემები შეექმნა პარლამენტთან ურთიერთობაში. არაერთხელ ბუნდოვანი კანონდებლობა იყო შესული პარლამენტში და ბოლო წუთს იგებდა ბიზნესი ცვლილებების შესახებ.
ასევე სასამართლო თემა არის უმნიშვნელოვანესი, ვერც ერთ ბიზნესმენს და ინვესტორს ვერ შემოვიყვანთ ქვეყანაში თუ სასამართოო რეფორმა არ განხორციელდება – ეს იქნება ის საკითხები, რომელზეც მინდა ვიმუშავო თუ მოვხვდები პარლამენტში.” – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ახალი სახეა ნოდარ ტურძელაძე. ბოლო 5 წლის განმავლობაში ვაკის გამგებლად მუშაობის შემდეგ, ტურძელაძე ამავე ოლქში იყრის კენჭს. მაჟორიტარ-დებუპატობის კანდიდატი ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ეკოპოლიტიკა.
“ჩვენს რაიონში 200-მდე სკვერის რეალბილიტაცია და ახლის მოწყობა მოხდა. დაახლოებით ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ იყო რეაბილიტირებული მზიურის სკვერი, თამარაშვილის ხეივანი, ვაჟა-ფშაველას ხეივანი, დაიწყო ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია, რომელიც საფეხმავლო ბილიკებით დაუკავშირდება კუს ტბას და ეს იყო და არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.
პარლამენტიდანაც აქტიურად ვიმუშავებ ამ საკითხზე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სატრანსპორტო პოლიტიკა.” – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ გადაცემა “რეალურ დროში”.
“ქართული ოცნების ” ვაკის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ პარლამენტში აქტიურად იმუშავებს მიწების დაკანონების მიმართლებითაც.
სულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარულინ ოლქია, რეგისტრირებულია 490 კანდიდატი.