უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დიმიტრო კულებამ და ლიზ ტრასმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადეს, პოლონეთის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ამოქმედება.
“დღეს ჩვენ გვაქვს პატივი და სიამოვნება გამოვაცხადოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატის შექმნის შესახებ. ჩვენ სამმხრივი უკრაინულ-პოლონურ-ბრიტანული ფორმატის დაწყებას ვაცხადებთ “, – აღნიშნა კულებამ.
მისივე თქმით, ალიანსის მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ ეკონომიკურ, სავაჭრო და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაგეგმილია ყირიმის პლატფორმის მხარდაჭერისთვის.