LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სამუშაო ადგილები იმერეთში: ქუთაისის აეროპორტი 1200-მდე ადამიანს დაასაქმებს

133
197650327-4109714965784798-2182800825345886319-n

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ძველი და ახალი ტერმინალები გაერთიანდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, გაფართოების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად 2.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

,,აეროპორტი არის 6-ჯერ უფრო დიდი ვიდრე იყო. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მოვემსახუროთ წელიწადში 2,5 მლნ მგზავრს, ხოლო ერთდროულად გავატაროთ 1200 მგზავრი. განახლებულ აეროპორტში მგზავრებს დახვდებათ გაუმჯობესებული სერვისები. მათ მოემსახურებათ მეტი თანამშრომელი, მეტი კვების ობიექტი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა. მგზავრებისთვის ასევე იქნება შესაძლებლობა, განახორციელონ self checkin-ი, baggage drop-ი, ასევე მათ ქუთაისის განახლებულ აეროპორტში საერთაშორისო ბრენდის კვების ობიექტებით სარგებლობა შეეძლებათ. აუცილებელია აღვნიშნო, რომ იმერეთის რეგიონისთვის შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და აეროპორტი ერთდროულად, თავის კონტაქტორებთან ერთად, მომავალში 1200-მდე ადამიანს დაასაქმებს”, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g