როგორც ცნობილია, ანჯელინა ჯოლის კარიერაში სიახლეებია. კინოკარიერისა და „მშვიდობის ელჩობის“ პარალელურად, ის მოდის სამყაროთი ინტერესდება. მსახიობმა „ატელიე ჯოლი“ შექმნა. ატელიეში ადამიანები შეძლებენ საკუთარი დიზაინით ნებისმიერი სამოსის შექმნას. ასევე შესაძლებელი იქნება ატელიეში ძველი სამოსის მიტანა და მისი განახლება.
„ატელიე ჯოლი“ – ანჯელინა ჯოლი მოდის ბიზნესში შემოიჭრა
ახლახან კი ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ოსკაროსანი მსახიობი ამჯერად Chloe-სთან ერთად ქმნის საერთო კოლექციას. ვარსკვლავმა ახალი საქმისთვის იმიჯი შეიცვალა, მან თმა ქერად შეიღება.
უახლეს ფოტოებში კოლექციის შექმნის პროცესია ასახული. ფოტოები Chloe-ს „ინსტაგრამზე“ გავრცელდა.
„ცოტა შეცვლილია სახეზე“ – ასაკშეპარული ანჯელინა ჯოლი ულამაზესი „ლუქით“ ნიუ-იორკის ქუჩებში