LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ატელიე ჯოლი“ – ანჯელინა ჯოლი მოდის ბიზნესში შემოიჭრა

177
page

ანჯელინა ჯოლის კარიერაში სიახლეებია. კინოკარიერისა და „მშვიდობის ელჩობის“ პარალელურად, ის მოდის სამყაროთი ინტერესდება.

ამჯერად ოსკაროსანმა მსახიობმა განაცხადა, რომ ის „ატელიე ჯოლის“ გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მან „ინსტაგრამ პოსტის“ საშუალებით გაავრცელა. ატელიეში ადამიანები შეძლებენ საკუთარი დიზაინით ნებისმიერი სამოსის შექმნას. ასევე შესაძლებელი იქნება  ატელიეში ძველი სამოსის მიტანა და მისი განახლება.

„დღეს მე რაღაც ახალს ვიწყებ. ეს იქნება კოლექტივი, სადაც თითოეულს შეეძლება შექმნა. ადგილი, სადაც ადამიანები გამოცდილ კადრებთან და დიზაინერებთან ერთად უამრავ რაღაცებს შეძლებენ“, –  წერს ჯოლი.

ჰაეროვანი თეთრი კაბა და ჯინსის შავი ქურთუკი – ანჯელინა ჯოლი ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა

„შანელის“ სპილოსძვლისფერ კაბაში ანჯელინა ჯოლი ქალღმერთივით გამოიყურება – მსახიობი ვაჟიშვილთან ერთად თეთრ სახლს ესტუმრა

„ანჯელინა ასეთი ლაღი და ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა“ – პაემანი როტშილდის დინასტიის მემკვიდრესთან – ახალი დეტალები

 

View this post on Instagram

 

A post shared by Angelina Jolie (@angelinajolie)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები