ანჯელინა ჯოლი 18 წლის ქალიშვილთან ზაჰარასთან ერთად ნიუ-იორკის აეროპორტში გადაიღეს. ვარსკვლავური დედა-შვილი როგორც ყოველთვის ხელჩაკიდებული მიაბიჯებდა.
ამ დღეს 47 წლის ჯოლი თეთრ, ჰაეროვან კაბაში იყო გამოწყობილი, მას ღია ფეხსაცმელი ამშვენებდა, მის „ლუქს“ კი შავი ჯინსის ქურთუკი ასრულებდა. ზაჰარა მინი ქვედაბოლოსა და თეთრ კედებში იყო გამოწყობილი.