LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა შეცვლილია სახეზე“ – ასაკშეპარული ანჯელინა ჯოლი ულამაზესი „ლუქით“ ნიუ-იორკის ქუჩებში

294
page

ანჯელინა ჯოლი ამჯერად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. მას ღია კრემისფერი ტანისამოსი ეცვა. ჰაეროვან კაბასა და ჯინსის ქურთუკს მან Chloe-ს ღია ფეხსაცმელი შეუხამა, რომლის ღირებულებაც 790 ევროა. 47 წლის მსახიობი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ფოტოებმა უამრავი კომენტარი გამოიწვია.

„ასაკი უკვე ეტყობა და ძალიან უხდება“, „წლები დაეტყო უკვე“, „ცოტა შეცვლილია სახეზე“, „ყველაზე ელეგანტური მსახიობი“, – წერენ კომენტარებში.

„შანელის“ სპილოსძვლისფერ კაბაში ანჯელინა ჯოლი ქალღმერთივით გამოიყურება – მსახიობი ვაჟიშვილთან ერთად თეთრ სახლს ესტუმრა

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ოსკაროსანმა მსახიობმა განაცხადა, რომ ის „ატელიე ჯოლის“ გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მან „ინსტაგრამ პოსტის“ საშუალებით გაავრცელა. ატელიეში ადამიანები შეძლებენ საკუთარი დიზაინით ნებისმიერი სამოსის შექმნას. ასევე შესაძლებელი იქნება  ატელიეში ძველი სამოსის მიტანა და მისი განახლება.

„ატელიე ჯოლი“ – ანჯელინა ჯოლი მოდის ბიზნესში შემოიჭრა

„ანჯელინა ასეთი ლაღი და ბედნიერი დიდი ხანია არ ყოფილა“ – პაემანი როტშილდის დინასტიის მემკვიდრესთან – ახალი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები