LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შტამი ვირუსის ევოლუციის ლოგიკური გაგრძელებაა – ვიკვლევთ, როგორ მოქმედებს გენეტიკური ცვლილებები მის ქცევაზე: ჯანმო

80
WHO

“რაც უფრო ვუშვებთ მის გავრცელებას, მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს მას შეიცვალოს. დროთა განმავლობაში ხდება ვირუსების მუტაცია. ეს ბუნებრივი და მოსალოდნელია”. – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის, თუმცა ამბობენ, რომ უმნიშვნელოვანესია მალე გაირკვეს, როგორ მოქმედებს გენეტიკური ცვლილებები ვირუსის ქცევაზე და ამის გასარკვევად მეცნიერებთან თანამშრომლობა უკვე დაწყებულია.

WHO-მ ონლაინ მედიაკონფერენცია გამართა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კორონავირუსსა და მის ახალ შტამზე ისაუბრეს.

ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა. აუცილებელია გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება. თუმცა აქვე განმარტა, რომ ახალი შტამი ვირუსის ევოლუციის ლოგიკური გაგრძელებაა. 

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ვირუსის ახალი ვარიანტების შესახებ.

დიდმა ბრიტანეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ახალი ვარიანტი უფრო ადვილად გადადის, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ის უფრო მწვავე დაავადებას ან სიკვდილიანობას იწვევს.

დასკვნა არის ის, რომ ჩვენ უნდა აღკვეთოთ ახალი ვირუსის გადაცემა რაც შეიძლება სწრაფად.” – განაცხადეს  ჯანმო-ს წარმომადგენლებმა მედიაბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 2021 წლის სამოქმედო გეგმაზეც საუბრობენ. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 2021 წლის დასაწყისში, დამატებით, საწირო იქნება 4 მილიარდი დოლარი ვაქცინების შესაძენად ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის მინიმუმ 20% -ისთვის.

“უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები იმედს გვაძლევს, მაგრამ ვაქცინის “ნაციონალიზმი” ხელს უშლის მსოფლიოს უღარიბეს და ყველაზე დაუცველ ხალხს სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა დროა, რომ პოლიტიკური ვალდებულებები გადავიდეს მოქმედებაში. ვაქცინები ხელს შეუწყობს პანდემიის დასრულებას. პანდემიამ გაამწვავა ჩვენი სამყაროს უთანასწორობა, მაგრამ მან ასევე აჩვენა, რომ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში, ჩვენ შეგვიძლია ერთად დავუპირისპირდეთ საერთო მტერს.

ყველა კრიზისი წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ ჩვენი საქმიანობა და ვიპოვოთ მათი განხორციელების ახალი გზები.” – აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები