LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შტამისგან მოსალოდნელი საფრთხე არ განსხვავდება ტრადიციული ფორმებისგან-ჯანმო

92
jandatsvis-msophlio-organizatsia-w-h

კორონავირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა, სექტემბერში დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში და ის უკვე მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვემ განაცხადა.

ჯანმო-ში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი ქვეტიპი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა არ გამოირჩევა უფრო მაღალი ლეტალობით.

“ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ვირუსი ვითარდება და განიცდის მუტაციას. როგორც ჩანს დიდ ბრიტანეთში ვირუსის ახალი შტამი შედარებით მეტად გავრცელდა. ვაგრძელებთ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყებასთან თანამშრომლობას. ახლა რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ ახალი შტამისგან მოსალოდნელი საფრთხე არ განსხვავდება ტრადიციული ფორმებისგან,” – აცხადებს ჯანმოს წარმომადგენელი მაიკ რაიანი.

COVID-19-ის ახალი სახიფათო შტამის აღმოჩენის გამო, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის დიდ ნაწილში, ლონდონის ჩათვლით, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ნიდერლანდებმა ქვეყანასთან საჰაერო ფრენები გააუქმა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოავლინეს, რომელმაც მუტაცია განიცადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები