LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სიყვარულით ფრთაშესხმული ჰიუ ჯეკმანი ყოფილი მეუღლისგან შურისძიების მოლოდინშია – წყვილის უახლესი ფოტოები

239
page

ჰიუ ჯეკმანი და მისი ახალი გულისწორი, სატონ ფოსტერი სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდებიან პაპარაცების ფოტოობიექტივში. რამდენიმე დღის წინ, წყვილი ვნებიანი კოცნის დროს გადაიღეს, რამდენიმე საათის წინ კი, ისინი ლოს-ანჯელესის პარკში სეირნობის დროს დააფიქსირეს.

56 წლის ჰიუ და 49 წლის სატონი ხელიხელჩაკიდებულები მიდიოდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

მედიაში წერენ, რომ ახალი სიყვარულით ფრთაშესხმული ჰიუ ჯეკმანი ყოფილი მეუღლისგან შურისძიების მოლოდინშია. საქმე ისაა, რომ ახლახან ტაბლოიდები იმის შესახებ ალაპარაკდნენ, რომ ჰიუმ სატოთან რომანი ჯერ კიდევ მაშინ გააბა, როცა ის ქორწინებაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, 68 წლის დებორა ლი ფერნისმა ღიმილის ემოცია გამოხატა სოციალურ ქსელში ცნობილი ბლოგერის, ტაშა ლუსტიგის ვიდეოზე, რომელიც დებორასა და ჯეკმანის განქორწინებაზე ხალისობდა.

ცნობისთვის, ჯეკმანი და დებორა ლი ფერნისი, 27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ. წყვილს ორი საერთო, ნაშვილები შვილი ჰყავს.

ვიდეო: „27 წლის შემდეგ, პირველად გაიგო, რა არის ვნება“ – განქორწინებული ჰიუ ჯეკმანი ახალ შეყვარებულს ვერ წყდება

ჰიუ ჯეკმანისა და სატონ ფოსტერის რომანი დადასტურდა – გვრიტები პაპარაცების მახეში გაებნენ

ჰიუ ჯეკმანის ყოფილი ცოლი, რომელიც მსახიობმა სხვა ქალში გაცვალა, ამ თემაზე ყველა პოსტს „აჰაჰავებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები