LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ ჯეკმანის ყოფილი ცოლი, რომელიც მსახიობმა სხვა ქალში გაცვალა, ამ თემაზე ყველა პოსტს „აჰაჰავებს“

243
ჰიუ ჯეკმანის ყოფილი ცოლი, რომელიც მსახიობმა სხვა ქალში გაცვალა, ამ თემაზე ყველა პოსტს „აჰაჰავებს“

ჰიუ ჯეკმანის ყოფილმა ცოლმა დებორა ლი ფურნესმა, ცხოვრების ამ ტრაგიკულ მომენტში, დიპლომატიური გზა აარჩია. ის სიცილით ხვდება, უფრო კონკრეტულად კი „აჰაჰავებს“ ყველა ტიპის პოსტსა და კომენტარს, რომელიც განქორწინების მიზეზად, მეუღლეებს შორის ასაკობრივ სხვაობაზეა. მაგალითად 68 წლის მსახიობმა ღიმილის ემოცია გამოხატა სოციალურ ქსელში ცნობილი ბლოგერის, ტაშა ლუსტიგის ვიდეოზე, რომელიც დებორასა და ჯეკმანის განქორწინებაზე ხალისობდა, ამას დაემატა ამანდა დე კადენმეტის კომენტარი, რომელიც ასევე ამ განქორწინების შესახებ წერდა და ამჯერად დებორას პოზიციებს იცავდა.

ექსპერტები თვლიან, რომ დებორა ამით ყველას აჩვენებს, რომ თავს კარგად გრძნობს, რომ ჭორებს არ ჰყვება. ამის მიზეზია ის, რომ მსახიობი ყველა პოსტს ამ თემაზე, უბრალოდ „აჰაჰავებს“. აქვე საინტერესოა, რომ დებორა ლი ფურნესისა და ჰიუ ჯეკმანის განქორწინების მიზეზად მსახიობი სუტონ ფოსტერი სახელდება, რომელიც ჯეკმანმა, გადაღებებზე გაიცნო.

27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფერნისი ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილი განცხადებას ავრცელებს

27 წლიანი ქორწინების დანგრევიდან ორ თვეში, 55 წლის ჰიუ ჯეკმანი პაემანზე გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები