პეკინში მიმდინარე ავტოსალონის Beijing Auto Show 2016 წლის ფარგლებში, გერმანულმა კომპანიამ Audi ახალი თაობის A4-ის პრეზენტაცია მოაწყო. განახლებული ავტომობილი წინამორბედთან შედარებით გრძელია და დამზადებულია სპეციალურა ჩინეთისთვის.
ავტომობილის გაბარიტების ცვლილების გარდა, შეიცვალა მისი საერთო მასაც, საერთო კლებამ 110კგ შეადგინა. ახალი პლაფტორმის გამოყენებით, ავტომობილი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.
ცვლილებებია დიზაინშიც, რომელიც განახლებულ ცხაურსა და განათების სისტემას შეეხო. ამასთან ერთად სალონში სპეციალური ქრომირებული დეტალები განთავსდება, რომელიც მაღალტექნოლოგიური მატერიალებით იქნება დამზადებული. შესაბამისად შეიცვალა S Line-ს ინტერიერიცა და ექსტერიერიც.
სამართავ პანელზე გამოჩნდა ციფრული პანელი Virtual Cockpit-იც, რომელიც მძღოლს სხვადასხვა დეტალების შესახებ ამცნობს, პლუს 7 დიუმიანი სენსორული მონიტორი და საინფორმაციო-გასართობი ფუნქციები.
განახლებული Audi A4-ის კაპოტქვეშ მოთავსებულია 2.0 ლიტრიანი TFSI ძრავი, რომელიც ორ ვერსიად იქნება წარმოდგენილი. ერთის სიმძლავრე 190 ცხენის ძალას იქნება, ხოლო მეორე ვერსია 250 ცხენის ძალის სიმძლავრის იქნება.
გაყიდვაში აგრეთვე ჩაეშვება ოთხწამყვანთვლიანი და S Line ვერსიებიც. ჩინეთში მისი გაყიდვები შემოდგომით დაიწყება, საწყისი ღირებულება კი 50 000 დოლარი იქნება.