LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წელი კოტე თოლორდავას გარეშე: „დღესასწაულს მე და შენ ვქმნიდით, სანუკვარო…“

296

გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას მეუღლე, განო მელითაური,  სოციალურ ქსელში აქვეყნებს სულისშემძვრელ წერილს, რომელსაც კოტეს უძღვნის…

„მალე დეკემბერი მოვა… დაიწყება საახალწლო ორომტრიალი… გამოგონილ დღესასწაულს ჩაბღაუჭებული გარემო, რომელიც ელვისებური სისწრაფით იბრუნებს მხარეს, შეიცვლის ფერებს და კიდევ ერთხელ შემომახეთქებს აბსურდულ რეალობას… ყველა და ყველაფერი ერთიანად გადაეწყობა – კომპანიების საახალწლო გზავნილები, საახალწლო ვიტრნები, საახალწლო პროგრამები ტელევიზორში… საახალწლო ბანერები რეალურ და ვირტუალურ სივრცეებში, ბავშვების გულუბრყვილო სურვილები, რომლებსაც ბაღებში და სკოლებში დააწერინებენ თოვლის ბაბუისთვის…

ყველა დღესასწაულის მოლოდინში იქნება! ყველა ჩემ გარდა!..
მე აღარავინ შემიქმნის დღესასწაულს!..
მე თავად მომიწევს მისი მოგონება!
ძალით, გულგასიებული წავალ ნაძვის ხის საყიდლად, რადგან თავს დავაჯერებ – ძველის დადგმა ცუდი იქნება ბავშვებისთვის, ჩემს მითურ სახლში გაჯის, ცემენტის, დამტვრეული ფილების და ცარიელი ნაჩუქარი საღებავით შეღებილი კედლების გარემოცვაში (რომლის ფერსაც წყობიდან გამოვყავარ), წარწერიან ყუთებში სათამაშოების გადასარჩევად ბეტონის იატაკზე დავჯდები… მერამდენე სახლს იცვლიან ეს ყუთები? შეთხვევით, კედელზე უაზროდ აყუდებულ სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკრავ თვალს. უცხოა აქაურობა, მაგრამ ბავშვებს სჭირდებათ დღესასწაული, ფერადი, სიცოცხლით სავსე, ჯადოსნური…
თუმცა მას არც ნივთები, არც საჩუქრები ან დეკორაცია… არა!! დღესასწაულს მე და შენ ვქმნიდით, სანუკვარო! და ვერ ვპოულობ ჩემს თავში ძალას, განო და კოტე ერთად ვიყო, რადგან ახალ წელს ყოველთვის, ყოველთვის ისეთივე პატარა ვიყავი შენთან ერთად, როგორც ტასო, თარაში და ლოლა არიან დღეს…“ – აღნიშნავს „ფეისბუქის“ სტატუსში განო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები