LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის ზღაპარი „გარდენიაში“ – ნაძვის ხე, რომელზეც უძველესი სათამაშოები კიდია (ფოტოები)

1479
zura-shevardnadze-news32323

ზურა შევარდნაძის „გარდენია“, რა თქმა უნდა, ახალ წელსაც გამორჩეულ გარემოში ხვდება. ნაძვის ხე, რომელიც იქ ააწყვეს, ულამაზესია და როგორც ნინო კვაჭანტირაძე საკუთარ სტატუსში წერს, ის მხატვარმა ნინო ჩაკვეტაძემ ნაძვის ხის ძველი სათამაშოებით გააწყო, რომელიც ერთ-ერთი კოლექციონერის სახლში ინახება. გთავაზობთ სტატუსს:

„ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე თბილისში, მაგრამ ერთადერთი, რომელიც ცნობილი კოლექციონერის – ირინას სათამაშოებითაა მორთული, სათამაშოები, რომლებიც მრავალი წელია ყუთებში ელოდნენ ამ დღეს, რომ ერთხელაც იქნებოდა, საახალწლოდ გამომზეურდებოდნენ. ახლა მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე ბოლო დეტალებს ასწორებს და ზურა შევარდნაძის “გარდენიაში” სრული სასწაული ელოდება მნახველებს!!!

წელს საახალწლოდ აქ არ იქნება მწვანე ნაძვის ხე, არც წითელი სათამაშოები და არც ბრჭყვიალა ფერები, აი, ასეთი ჩალისფერი, უფრო იდუმალ, უბრალოდ ძვირფას და საკრალურ იერს მიცემს სილამაზეების შექმნის პაგანინს, მებაღე ზურა შევარდნაძის ნახელავებს. წელს ეს განწყობა ირინას სათამაშოებმაც მოიტანა, კოლექციაში ყველაზე ძველი გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების სათამაშოა, ყველას თავისი ისტორია აქვს, ყველა ძალიან უყვარს ირინას და ბედნიერია, ტოტებზე ჩამოკონწიალებულებს რომ ხედავს!!! ჩემოდნები გახსნა ზურამაც, მისი ბავშვობისდროინდელი, ბებიების და მშობლების ნაქონი სათამაშოები ამოალაგა, სუყველა სათითაოდ ახსოვს, საიდან მობრძანდებიან, რა ვისი და რისი სახსოვარია…“

თავად ზურა კი წერს:

„ახალი სათამაშოები გეძახიან: „მიყიდე, ნახე რა ბჟღვრიალა ვარ… რა, არ მოგწონვარ?!…”

ძველი სათამაშოები გეძახიან: “წამიყვანე, ნახე როგორ შეგიყვარდები, წინა პატრონს ისე უყვარდი, არც ერთ ახალ წელს ყუთში არ მტოვებდა და ფუმფულა, ყველაზე გამოსაჩენ ტოტზე მკიდებდა, წამიყვანე, წამიყვანე..”

გარდენიაში ახალი წლის ზღაპარი დაიწყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g