LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიწყებ განცხადებების მიღებას უფასო, მებაღეობის შემსწავლელ კურსზე დასარეგისტრირებლად” – ზურა შევარდნაძე

160
BeFunky-collage - 2023-02-22T221935.762

,,გარდენია შევარდნაძის” მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პირველი მარტიდან უფასო, მებაღეობის შემსწავლელ კურსზე დასარეგისტრირებლად განაცხადების მიღებას იწყებს.

„1 მარტიდან ვიწყებ განცხადებების მიღებას უფასო, მებაღეობის შემსწავლელ კურსზე დასარეგისტრირებლად.

უფასო კურსზე მივიღებ 35 წლამდე ასაკის დაინტერესებულ ახალგაზრდებს (5 გოგონას და 5 ბიჭს).
თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩავატარებ გარდენიაში. მოსწავლეებს ჩავრთავ ჩვენს ყველა სამებაღეო და ფლორისტულ პროექტში.

ვიმუშავებთ ყოველდღე ორშაბათის გარდა 10 დან 18 საათამდე. 13 დან 14 საათამდე შესვენება სადილით.) სწავლება დაიწყება 15 მარტს და დასრულდება 15 დეკემბერს. 15 ივლისიდან 15 აგვისტომდეა არდადეგები.

პრაქტიკულ სამუშაოში და პროექტებში მონაწილეობისას მოსწავლეები მიიღებენ მცირე გასამრჯელოსაც.
ფასიანი ერთ თვიანი, მოკლე, სამებაღეო კურსი ათი მონაწილისთვის იწყება ასევე 15 მარტს. ვიმუშავებთ 12 00 დან 15 00 სთ მდე. სამუშაო დღეები, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი. ერთ თვიანი კურსის ღირებულებაა 1150 ლ. (ფასიან კურსზე ასაკი არაა შეზღუდული.)

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე, დასარეგისტრირებლად გამოგიგზავნით ფორმას შესავსებად.

მებაღეობა თეორიულად, ონლაინ არ ისწავლება, გთხოვთ მხოლოდ მათ მოგვმართოთ ვისაც საამისოდ დროის გაღება შეუძლია და დაინტერესებულია, მზადაა ფიზიკური და გონებრივი შრომისთვის.
599181634……2246703”, – წერს ზურა შევარდნაძე.

ვიდეო: “როლზე დამამტკიცეს, უსაშველოდ გახარებული და ცოტა დამფრთხალი ვარ” – ზურა შევარდნაძე ინდოეთიდან კადრებს გვიზიარებს

ფოტო: „უსაზღვრო ნიჭიერებასთან ერთად არიგებს სიყვარულს, რომლითაც სავსეა“ – ზურა შევარდნაძემ მერაბ ნინიძეს უმასპინძლა

ყველა თანხმდება რომ ლამაზია.. გულწრფელობა ალბათ არ ისწავლება, არც სილამაზე და სიკოხტავე გადმოგედება სხვისგან, მაგრამ სწორი მაგალითის ქონა უკვე დიდი ამბავია – ზურა შევარდნაძე

ზურა შევარდნაძე მეგრელებმა მასპინძლობით გადარიეს: „ელარჯების წელვაზე, გოჭის ნაღვერდალთან სარით ბზრიალზე და ამისთანებზე ხომ საერთოდ არ ღირს არაფრის თქმა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები