,,გარდენია შევარდნაძის” მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საზოგადოებას ამცნობს, რომ ერთ-ერთ ინდურ ფილმში როლზე დაამტკიცეს.
“როლზე დამამტკიცეს, უსაშველოდ გახარებული და ცოტა დამფრთხალი ვარ!!!
მამშვიდებენ რომ შევძლებ, რა გამოვა ამ ამბავისგან არ ვიცი, ერთს კი ზუსტად ვხედავ, ვარ წარმოუდგენელ სილამაზეში, გავიცანი და დავუმეგობრდი საოცრად საინტერესო ადამიანებს, პროფესიონალებს, ნამდვილ ჯადოქრებს.
ახალ გაჩენილ მეგობრებზე, ნამდვილ მაჰარაჯაზე მის სასახლეზე და დაუჯერებელ ცხოვრებაზე აუცილებლად მოგიყვებით.
სიხარული და საინტერესო დღეები დაგვებედოს!!!”, – წერს ზურა შევარდნაძე.