LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა თანხმდება რომ ლამაზია.. გულწრფელობა ალბათ არ ისწავლება, არც სილამაზე და სიკოხტავე გადმოგედება სხვისგან, მაგრამ სწორი მაგალითის ქონა უკვე დიდი ამბავია – ზურა შევარდნაძე

297
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (84)

“გარდენიას” მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის კირა ანდრონიკაშვილის სილამაზეზე წერს და მისი „გარდენიაში“ სტუმრობისას გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

„კირა ანდრონიკაშვილი…
ყველა იცნობს, ყველას უყვარს, ყველა თანხმდება რომ ლამაზია..
არ ვიცი მეორე ადამიანი რომელიც მასავით გულწრფელი და ალალია, კეთილია, ყველას და ყველაფრის მიმართ კეთილგანწყობილია.
მის ირგვლივ სულ სიკეთეა, სიხარულია, ნამდვილია და ამ ნამდვილობით არავის არ ჰგავს.

ვფიქრობ, რომ ბოლო დროს არასწორ ადამიანებს, არასწორ თვისებებს და ნამოქმედარს ვიწონებთ. გულწრფელობა ალბათ არ ისწავლება, არც სილამაზე და სიკოხტავე გადმოგედება სხვისგან, მაგრამ სწორი მაგალითის ქონა უკვე დიდი ამბავია.
დიდხანს იბრჭყვიალეთ ქალბატონო კირა, თქვენი სტუმრობა ჩემთვის ყოველთვის დიდი სიხარული და ზეიმია“. – წერს ზურა შევარდნაძე.

“წელს იმისთანა უნდა დავატრიალო ჯერ რომ არ მიქნია” – რაზე წერს ზურა შევარდნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები