LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმა BMW X2-მა გამოცდა ვერ ჩააბარა, თუმცა ექსპერტები მაინც გაახარა

133
BMW X2

ახალმა BMW X2-მა ტესტირება ვერ გაიარა, თუმცა ექსპერტები მაინც გაახარა. კროსოვერის ახალი თაობა ესპანელმა ჟურნალისტებმა „ირმის ტესტით“ გამოცადეს. ამ ექსპერიმენტის დროს მანქანამ მკვეთრად უნდა შეძლოს რეაგირება, ზუსტად ისე თითქოს ნამდვილ ცხოველს გადაეყარა, უნდა გადაჯგუფდეს მეზობელ სავალ ზოლში და შემდეგ უკან თავის გზას დაუბრუნდეს.

გერმანულმა კროსოვერმა ეს მანევრი 73 კილომეტრი საათი სიჩქარით გადაადგილების დროს შეასრულა. ეს სიჩქარე საჭიროზე დაბალი აღმოჩნდა, თუმცა ექსპერტებს იმედი არ გასცრუებიათ. მიზეზი კი ისაა, რომ ავტომობილმა დავალება ძალიან უსაფრთხოდ შეასრულა.

ჟურნალისტების ტესტირება დიზელის sDrive18d მოდელმა გაიარა, მანქანამ რომელიც 150 ძალის 2,0 ლიტრის აგრეგატითაა აღჭურვილი. ძრავა 7 საფეხურიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები