LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალმა ნათებამ“ აუთლეთ მაღაზია გახსნა

i

„ახალი ნათების” პირველი მაღაზია-სალონი, დიდუბეში, დავით ყიფიანის 6 ნომერში, აუთლეთ სივრცედ გადაკეთდა. ფილიალში წარმოდგენილია სანათების ფართო არჩევანი 70%-მდე ფასდაკლებით. მომხმარებელს საშუალება აქვს, შეარჩიოს ჭაღები 18ლარიდან, ბრები 19 ლარად, მაგიდის სანათები კი 10 ლარიდან .

„აუთლეტის მეშვეობით ახალი ნათება მიზნად ისახავს, ხარისხიანი პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მასობრივი მომხმარებლისთვის; ერთ სივრცეში დაბალ-ბიუჯეტიანი სანათების წარმოდგენით გაუმარტივოს დამთვალიერებელს  შერჩევის პროცესი“, -აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, „ახალი ნათების“ პირველი ფილიალი 1999 წელს გაიხსნა. ამჟამად კომპანია წარმოდგენილია 15 მაღაზია სალონით თბილისსა და რეგიონებში.

2013 წელს, „ახალმა ნათებამ“ თავისი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოვა; თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ახალი ნათების ცენტრალურ მაღაზია–სალონს მიემატა ავეჯის სალონი „ფორუმი ახალი ნათებისგან“. 2 წელიწადში კი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, გაიხსნა ფორუმის ფილიალი.ფორუმში წარმოდგენილია დახვეწილი და გემოვნებიანი  ავეჯი, განათება, აქსესუარები.

2017 იანვარში აღმაშენებლის ხეივანზე ფრანგული ბრენდის „გოტიეს/ Gautier ფრენჩაიზიც გაიხსნა. „ახალი ნათების“ პროდუქციის შერჩევა და შეძენა  ვებ-გვერდიდანაც  შეგიძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g