LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალქალაქში 4 საცხოვრებელი სახლი და 1 სასტუმრო დაწვეს

240
ახალქალაქი

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ცენტრალურ პარკთან დაპირისპირებისას მონაწილეებმა 4 საცხოვრებელი სახლი და 1 სასტუმრო დაწვეს.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

„სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით”,- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

ცნობისთვის, ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების მოხდა, რის შედეგადაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე – ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g