ახალქალაქში “ოცნების” დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის, მარდუნ მკოიანის ავტომობილის აფეთქება სცადეს. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება Nor.ge იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
“მთავარ” არხთან სატელეფონო ინტერვიუში ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ეს არის იმ მუქარის ასრულება, რომელსაც მისივე მტკიცებით, ბოლო პერიოდში ის იღებს.
“ენზელ მკოიანს მოკვლით ემუქრებიან, ადამიანი დასტრესილია” – რას ამბობს დეპუტატის უფლებადამცველი