LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალშობილზე პასუხი უარყოფითია, სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი – ლევან რატიანი

143
1 ლევანიკო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ დღეს კლინიკაში ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა და შესაბამისად პაციენტი არ დამატებიათ. ლევან რატიანის განმარტებით, კლინიკაში დღეის მდგომარეობით სულ 53 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის 23 კორონავირუსით ინფიცირებულია. დაავადებულთა შორის არიან ასაკოვანი ადამიანები.

“ამ ეტაპზე კლინიკაში 53 პაციენტიდან 23 აქვს კოვიდ-19. რაც შეეხება მარნეულელ ქალს, ის მოიხსნა აპარატიდან. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია. 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და ეტაპობრივად მოიხსნება აპარატიდან. კიდევ ერთი 79 წლის მარნეულელი ქალბატონის მდგომაროება კრიტიკულია. გრძელდება მონიტორინგი”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 მცირეწლოვანი პაციენტი გადის მკურნალობას. რატიანი აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი განმარტებით, გართულება არ იკვეთება და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ორ ორსულ პაციენტთანაც.

“ხუთივე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ ახალშობილზე, რომელზეც გვქონდა კორონავირუსის ინფექციის ეჭვი, უარყოფითი პასუხი მოვიდა. 5-ვე ბავშვი მკურნალობას განაგრძობს. ასევე გვყავს 2 ორსული ქალი, ერი 22 კვირის და ერთი 8 კვირის. 22 კვირის ორსულს უტარდება მონიტორინგი და არც დედას და არც ნაყოფს პათოლოგია არ უვლინდება. მეორე ორსულს უფიქსირდება 37 ტემპერატურა. ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა და გართულება არ იკვეთება. სხვა პაციენტები არიან სტაბილურად”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g