LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ბურთიც და პასუხისმგებლობაც „ქართული ოცნების“ მოედანზეა – ბაქრაძე

38
DAVIT BAQRADZE

ბურთიც და პასუხისმგებლობაც  „ქართული ოცნების“ მოედანზეა, აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბაქრაძის თქმით,  დანიელსონის მიერ საქართველოში ვიზიტის გახანგრძლივება შეთანხმების მისაღწევად კიდევ ერთი შანსია.

„მოგვცეს ყველას ერთად კიდევ ერთი შანსი, კიდევ ერთი დღე, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ამიტომ, ამ შანსს სჭირდება გამოყენება, ჩვენ ისე როგორც წინა დღეებში სრულად ვართ განწყობილი, რომ ეს შანსი და ეს შესაძლებ​ლობა გამოვიყენოთ და შეთანხმების გზით გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, განსაკუთრებით გუშინდელი საღამოს შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ახლა ყველაფერი, ბურთიც, პასუხისმგებლობაც, ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ მოედანზე”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შვედ დიპლომატ კრისტიან დანიელსონს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვა დაავალა. მან საქართველოში პოლიტიკურ კრიზისის განმუხტვაში მედიაციის როლი უნდა შეასრულოს.

ვინ გაემგზავრა ბრიუსელში პრემიერთან ერთად – პირველ შეხვედრას ღარიბაშვილი შარლ მიშელთან გამართავს

იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში: კრისტიან დანიელსონი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g