LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა – ეს ნაყარნუყარი რუსები დააყაჩაღებენ რაიმეს სადმე და შემოაკვდებათ ვინმეს ცოლი და შვილი.. ამ რუსების შემოდინებით, თქვენით ჩაიდეთ ბომბი, რომელზედაც ახლა სხედხართ“ – ანალიტიკოსი უჩა აბაშიძე მთავრობას მიმართავს

106
BeFunky-collage (1)

21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობა ქვეყანას ტოვებს. რიგი დგას სახმელეთო საზღვრებთან. პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ-ერთი განსახილველი თემაა, საჭიროა თუ არა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წესების შეცვლა ან გამკაცრება.

სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხმაურება ანალიტიკოსი უჩა აბაშიძე და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მთავრობავ

მსოფლიო ისტორიას აქვს ერთი თქვენთვის ცუდი თვისება – ძირითადად მეორდება, ახლებურად, მაგრამ მეორდება

ხოდა

ყოველთვის ისტორიაში, ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ხალხის მასიური შემოდინებისას, როცა ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა – შესადარი ხდება პროცენტულად შემოდინებულის რაოდენობასთან

იქ სადაც ეს “ჯგრო ხალხი” შეიყარა – იზრდება კრიმინალი

ყოველთვის, საოცრებები არ არსებობს, ყოველთვის ასეა

ამიტომ იყო საჭირო ჯერ კიდევ ომის დაწყებისას, დაგეწესებინათ სავიზო რეჟიმი, გაგეკონტროლებინათ ვინ შემოდის და შეგექმნათ ისეთი ვითარება მაინც – რომ უმეტესობა რუსებისა ჩვენკენ არ წამოსულიყო (დიახ, ყველაზე დიდი რიგები ჩვენს საზღვართან არის, არც ფინეთის, არც ყაზახეთის – ჩვენს, ყველაზე “რბილი” კედელი აქ ეგულებათ)

და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მთავრობამ უსმინოს ხალხის ხმას:

იმიტომ, რომ  როგორც წინა მთავრობის კატასტროფული შეცდომებიდან უნდა გესწავლათ, როცა მთავრობა ხალხის ხმას ფეხზე იკიდებს და აცხადებს “ჩვენ ვიცით როგორც არის საჭიროო” – და მერე ეგ ფსონი “გაასხამს” (როგორც ახლა გაასხა თქვენმა თებერვლის დროინდელმა ფსონმა)

მერე საზოგადოება თქვენს შეცდომებზე პასუხისმგებლობას აღარ იზიარებს, და ყველაფერი რაც მოხდება – პირადად თქვენი ბრალია

ხოდა აი ახლა, რა ვიცი მე თქვენს ადგილას გულგახეთქილი ვიქნებოდი

იმიტო რომ ახლა – ეს ნაყარნუყარი რუსები დააყაჩაღებენ რაიმეს სადმე და შემოაკვდებათ ვინმეს ცოლი და შვილი

ან გახმაურდება რომ პარკში გოგონა გააუპატიურეს მთვრალმა “მოჟემ პავტარიწ!”-ის მოღრიალე რუსებმა

ან ვიღაც “კრუტოი” რუსი, დაჭრის ქართველ საშუალოდ ცნობილ ადამიანს

და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რეალურად საშუალო ქალაქის ზომის, ჩვენთან ასეთი რამეები წელიწადში სულ რამდენჯერმე ხდება – და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია

და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ იქნებით, ყველა თითი თქვენკენ გამოიშვირება და ვერაფრით იმართლებთ თავს

იმიტომ რომ ჩვენ – თავიდანვე გეუბნებოდით არ გვინდა რუსები თქო

და როცა თქვენგან ყურის შებერტყვა ვერ დავინახეთ, მერე გეხვეწებოდით – იქნებ გაფილტროთ მაინც და მარტო პოლიტ ნიშნით დევნილები შემოვუშვათო (სავიზო რეჟიმი)

მერე გეხვეწებოდით – დასრულდა ტურისტული სეზონი და იქნებ ახლა მაინც მოვიქცეთ ჭკვიანურადო

მერე 5 დღის წინ გეხვეწებოდით, მობილიზაციასთან დაკავშირებით იქნებ დროებით დავხუროთ და გავფილტროთო…

თქვენ ქსენოფობები გვეძახეთ, მაშინ როცა საუბარია არა ეროვნებაზე, არამედ მოქალაქეებისთვის შეზღუდვებზე, გეგონება ყველა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ეგეთ პრინციპებზე არ იდგეს ყველგან

ჩვენი აზრი გკიდიათ

განა არ გაქვთ უფლება? – ყველა მთავრობას აქვს, “თქვენ უკეთ იცით”

ოქეი

მარა რომ გაასხამს ეგ “თქვენ უკეთ იცით”, მერე ნახავთ როგორ ერთიანდება ხალხი ერთ მუშტად – როცა შემოთრეული რუსები, გამოტყვრებიან და საშინელებებს ჩაიდენენ

იმიტო რომ ისტორიაში, ყოველთვის ასე მოხდა, დროის ამბავია როდის რუსები დააზიანებენ უდანაშაულო ქართველს და შავი და თეთრი იქნება ვისი ბრალია

თქვენ ამ რუსების შემოდინებით, თქვენით ჩაიდეთ ბომბი, რომელზედაც ახლა სხედხართ, არადა არც ისე ბევრი იყო საჭირო რო დაგებალანსებიათ

გუდ ლაქ, რა ვიცი…“, – წერს ანალიტიკოსი.

პოპულარულები