ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე, რომელიც სამკურნალოდ თურქეთში გუშინ გაემგზავრა 23 აპრილს 33 წლის ხდება.
ლიკა სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ახლა იმაზე მეტად მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ვიდრე აქამდე მიყვარდა.
მადლობა უფალს ასეთ საინტერესო ცხოვრებას რომ მაზიარა.
23 ში 33 წლის ვხდები, სამმა სამიანმა მოიყარა ხვალინდელ რიცხვებში თავი, ჩემს დაბადების დღეზე პირველად ვარ უცხო მიწაზე გამოწვევებით სავსე რეალობაში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარეშე, თუმცა არ ვწუწუნებ და მაინც ბედნიერი ვარ შენთან ერთად (იმედია ბევრს არ ვწუწუნებ), – წერს ლიკა გაგნიძე.
ცნობისთვის, ვიზაჟისტი და „ტიკტოკერი“ ლიკა გაგნიძე, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სიმსივნესთან ბრძოლის დროს გაიცნო, ცოტა ხნის წინ საზოგადოებას ამცნო, რომ სიმსივნესთან ბრძოლას ხელახლა იწყებს.
„ეს ლექსი იმხელა იმედის მომცემი იყო…“ – ლიკა გაგნიძე უმძიმეს პერიოდში აღმოჩენილ ვიდეოს აქვეყნებს
