LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ შენი დაჭერა უნდათო… სავარაუდოდ აპირებენ ამ სიტყვის კონტექსტიდან ამოგლეჯას და დაბრალებას, რომ ვითომ ძალადობას ვგეგმავ“ – რეჟისორი პაატა ციკოლია მიმართვას ავრცელებს

419
პაატა ციკოლია

„ანუ, ჩემს გუშინდელ სატელეფონო საუბარს ისმენდნენ და რაკი მე იქ ვთქვი, მორალურად უნდა გაილახოს თქო, სავარაუდოდ აპირებენ ამ სიტყვის კონტექსტიდან ამოგლეჯას და მერე დაბრალებას იმისა, რომ მე აქ ვითომ ძალადობას ვგეგმავ, როგორი მუხლითაც დაკავებული ჰყავთ ჩვენი კოლეგები“ – ამის შესახებ ნათქვამია რეჟისორ, პაატა ციკოლიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში, სადაც რეჟისორი ამბობს, რომ აღნიშნულ მიმართვას აქვს პრევენციული ხასიათი.

ციკოლიას თქმით, ბათუმის თეატრში მიმდინარე პრობლემებზე „ლაივის“ შემდეგ სატელეფონო საუბრის დროს მეგობართან თქვა, რომ ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც „არიან ამ ბოროტი და მახინჯი სისტემის ხელები, მორალურად უნდა გაილახონ“. 

მისივე თქმით „მორალურ გალახვაში იგულისხმება, რომ ადამიანს დაუსვამ კითხვებს და მისი პასუხიდან გამომდინარე, მის საქციელს დაარქმევ იმ სახელს, რა სახელიც ეკუთვნის“. პაატა ციკოლიას განცხადებით, დღეს მას დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ მისი დაკავება უნდათ და ამისთვის მის მეგობართან საუბრის გამოყენებას აპირებენ: 

„ლაივს ვწერ ერთგვარი პრევენციის მიზნით… გუშინ ჩავწერე ლაივი მე, სადაც ვთქვი, რომ ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც არიან ამ ბოროტი და მახინჯი სისტემის ხელები და რომლებიც ძალადობენ ჩვენს კოლეგებზე, სტუდენტებზე, მსახიობებზე, ტექნიკურ პერსონალზე თეატრებში… ვთქვი იქვე ლაივში, რომ ასეთები, მაშინვე, პირველი უმცირესი გადაცდომის დროსაც კი უნდა მორალურად გაილახონ-მეთქი – ზუსტად ეს სიტყვები ვთქვი ლაივში და იგივე სიტყვები ტელეფონზე საუბრისას ვუთხარი ჩემს მეგობარსაც, რომელსაც ველაპარაკებოდი ბათუმის თეატრში მიმდინარე პრობლემებზე… აუცილებლად მორალური თვალსაზრისით უნდა გაილახონ-თქო – ამ სიტყვებით ვთქვი. მორალურ გალახვაში იგულისხმება, რომ ადამიანს დაუსვამ კითხვებს და მისი პასუხიდან გამომდინარე, მის საქციელს დაარქმევ იმ სახელს, რა სახელიც ეკუთვნის…

ახლა მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ შენი დაჭერა უნდათო და დაჭერა უნდათ, ალბათ, ძალადობის ორგანიზებისთვის. იგივე საფუძვლით, როგორი საფუძვლითაც დაჭერილი ჰყავდათ ჩემი მეგობრები და ეყრდნობიან ვინმე ოთოსთან საუბარსო. ანუ, ჩემს გუშინდელ სატელეფონო საუბარს ისმენდნენ და რაკი მე იქ ვთქვი, მორალურად უნდა გაილახოს თქო, სავარაუდოდ აპირებენ ამ სიტყვის კონტექსტიდან ამოგლეჯას და მერე დაბრალებას იმისა, რომ მე აქ ვითომ ძალადობას ვგეგმავ, როგორი მუხლითაც დაკავებული ჰყავთ ჩვენი კოლეგები… დიახ, ეგეთი უპრინციპო ადამიანები, რომლებიც საკუთარი პრივილეგიების გამო მზად არიან, რომ დასაჯონ ჩვენი კოლეგები და ჩვენი თანამოქალაქეები და დაატყვეონ ისინი და დილეგებში გამოკეტონ, დიახ მორალურად უნდა გაილახონ“ – ამბობს პაატა ციკოლია გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

ვიდეო: „თუკი სადმე დღეს ევროპული ფასეულობები არის ცოცხალი, აი აქ არის, რუსთაველის გამზირზე“ – პაატა ციკოლია

ვაი თქვენს პატრონს 😂😂😂

Posted by პაატა ციკოლია on კვირა, 29 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g