LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა ქურდთან წავალ” – ფოთის ბაზრის დირექტორი ოპოზიციის წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდა

92
1

ფოთის ბაზრის დირექტორსა და ოპოზიციის წარმომადგენელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს. ვიდეოში ასევე ისმის შეურაცმყოფელი სიტყვები, რომლითაც დირექტორი მას აგინებს.

კადრში ჩანს, როგორ არტყამს თავში ხელს ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია იმ ოპოზიციონერს, რომელიც მასთან მოვაჭრეების უფლებების დაცვის მოთხოვნით მივიდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევამდე დაპირისპირება იყო მოვაჭრეებსა და დირექტორს შორის.

ისინი კორსანტიას ზეწოლაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ბიზნესმენი მათ ადგილზე თევზის გაყიდვის უფლებას არ აძლევს, ბარიკადებს უყენებს და ასევე თევზი გადაუყარა.

ტელეკომპანია “პირველთან” საუბარში ერთ-ერთი გარემოვაჭრე ამბობს, რომ “კორსანტია ხალხს ყველანაირად ავიწროებს, ყველას სული ამოაძრო და აქ ვალებში ჩააგდო”.

“გაეთრიე ახლა გარეთ, რომ გეუბნები, გაეთრიე ბიჭო გარეთ.” – ისმის ვიდეოში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციითვე, ნოდარ კორსანტია ოპოზიციონერსა და მოვაჭრეებს “ქურდთან” საქმის გარჩევით დაემუქრა.

მომხდარის დეტალების გარკვევას “ფორტუნა” შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g